05 ივლისი 2022,   17:38
ვრცლად
სუმში რუსმა სამხედროებმა ტროსტიანეცის საავადმყოფოზე იერიში ტანკებიდან მიიტანეს - ბოლო ამბები უკრაინიდან

ბუჩას კადრების შემდეგ, დღესვე გავრცელდა ქალაქ რუბიჟნეს ახალი კადრები,რომელსაც უკრაინაში მეორე მარიოპოლი უკვე უწოდეს. დასახლება თითქმის მთლიანად განადგურებულია.

უკრაინის რეგიონების ნაწილში დაბომბვა არ წყდება - ჟიტომირის ოლქში ორი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია რუსმა სამხედროებმა 2 რაკეტა ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება .

ბოლო 24ი საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში ოთხი რუსული რაკეტა ისროლეს. ოლქის გუბერნატორის თქმით, ბახმუტში იერიშების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად განადგურებულია.

ამასთან, სუმში, იერიში ტროსტია-ნეცის საავადმყოფოზე, ტანკებიდან მიიტანეს.


დღის ამბები