05 ივლისი 2022,   17:13
ვრცლად
"რუსეთის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია" - სერგეი შოიგუ

რუსეთის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

შოიგუს თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვეს.

"ქარხანაში ბლოკირებულმა ნაციონალისტებმა დანებება დაიწყეს. ამ დროისთვის "აზოვსტალში" 1908 ადამიანმა დადო იარაღი. შეგახსენებთ, რომ მანამდე იქ 1387 ქვეითი დანებდა. 177 სამოქალაქო პირი გადარჩა, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი. ყველას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის ჰუმანიტარული დერეფნები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა რუსეთში - ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე უკრაინიდან," - განაცხადა შოიგუმ.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოფიციალურად ცნო ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

დღის ამბები