05 ივლისი 2022,   04:24
ვრცლად
რუსული მედია "აზოველების" ქარხნის ტერიტორიიდან გამოყვანის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

​ალყიდან ტყვეობაში - მისია სიცოცხლის გადარჩენა შესრულებულია. "აზოვსტალის" ქარხანაში მებრძოლები აღარ რჩებიან. რუსეთი ამტკიცებს, რომ მიზანს მიაღწია და მარიუპოლში, კვირების განმავლობაში ბლოკირებული ქარხანა "მთლიანად დაიკავა". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია ბოლო 500-მდე მებრძოლმაც დატოვა და აგრესორს დანებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ავრცელებენ ვიდე მასალას, სადაც ჩანს თუ როგორ გამოდიან "აზოველები" ქარხნის ტერიტორიიდან და როგორ გადაჰყავთ ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებში - იქნება ეს სამედიცინო დაწესებულებები თუ წინასწარი მოტავსების იზოლატორი. 

ასევე რუსული მედია ავრცელებს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის სერგეი ვოლინას მცირე კომენტარსაც, რომელიც ამბობს, რომ აზოვის ქარხნის ტერიტორიაზე სამხედროები აღარ არიან. 

"საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ვიმყოფებით "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ტყვედ ჩავბარდით. ქარხნის ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითები აღარ არიან,"- აცხადებს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა.

დღის ამბები