05 ივლისი 2022,   04:27
ვრცლად
24 თებერვლის მდგომარეობით სადემარკაციო ხაზთან წვდომა უკრაინული ჯარის გამარჯვება იქნება, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ დაიპყრო - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია, ის სწორედ უკრაინამ უნდა დაასრულოს. როგორც უკრაინის ლიდერი ამბობს, გამარჯვება რთული და სისხლიანი იქნება, თუმცა ბრძოლით მოპოვებული. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საინფორმაციო მარათონის ეთერში გავიდა.

"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. დღეს ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობა აქვს. მართლა მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იქნებოდა შესაძლებელი. შექმნილი ვითარება ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს. ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება. ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, მაგრამ არის რაღაც, რასაც დიპლომატიური მოლაპარაკების გარეშე ვერ დავასრულებთ. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ყველაფრის დაბრუნება. რუსეთს კი არაფრის დათმობა არ სურს.  24 თებერვლის მდგომარეობით, სადემარკაციო ხაზთან წვდომა უკრაინული ჯარის გამარჯვება იქნება. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ დაიპყრო.

მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები პირობას შეასრულებენ და მარიუპოლის დამცველების სიცოცხლეს გადაარჩენენ. თუმცა, ამჟამად, ბევრი რამ არის დამოკიდებული მათი გაცვლის პროცესის შედეგებზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების წრეს - პარტნიორი ქვეყნებიდან, რომლებსაც ვენდობით. მათთან ერთად ვამუშავებთ ამ პროექტს. გვინდა ცალკე ხელშეკრულება. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს პარტნიორ სახელმწიფოთა წრეს რუსეთის გარეშე. უსაფრთხოების გარანტები რუსეთის გარეშე. ბუჩამ რაღაცები შეცვალა," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები