25 ივნისი 2022,   02:51
ვრცლად
როგორია სოფელ აკურაში დაჭრილების მდგომარეობა - ექიმი განმარტებას აკეთებს

ერთი მოკლული და სამი დაჭრილი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. სანადირო თოფიდან გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაიჭრა.  

სოფელ აკურაში სისხლიანი გარჩევის დროს მოკლულია 46 წლის კახა მჭედლიშვილი, ხოლო დაჭრილია მისი დედა და ძმა. ასევე, დაჭრილია სავარაუდო დამნაშავის შვილიც.

ექიმის განმარტებით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, საჭიროებდა რეანიმაციულ ღონისძიებებს შოკური მდგომარეობის გამო. მას აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, სავარაუდოდ, საფანტის ტიპის.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, შედარებით ნაკლები სიმძიმის იყო და ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა.

ორივე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.

შეგახსენებთ, ურთიერთშელაპარაკება ჯართის მოპარვას მოჰყვა, ხოლო შემდეგ სისხლიან გარჩევაში გარდაიცვალა.

დღის ამბები