25 ივნისი 2022,   21:44
ვრცლად
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები დააჯილდოვა.

ორგანიზაციის კვლევაში კულტურის სამინისტრო 2021 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა. ყველაზე ღიად კი სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაასახელეს.

ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებების დიდმა ნაწილმა არ გაასაჯაროვა შიდა აუდიტების ანგარიშები და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დღის ამბები