01 ივლისი 2022,   11:58
ვრცლად
"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - კლუბ "ხიდში" ექსპოზიციის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება

კლუბ "ხიდში"ექსპოზიცია - "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. "ევროპული საქართველო", "თავისუფლების ინსტიტუტი", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება" და "აფხაზთა კრება" რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებენ.

ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა ვიზიტორებს ხვალიდან ექნებათ, დამთვალიერებლები მოისმენენ რეალურ ისტორიებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, იხილავენ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ რეალურ ფოტო და ვიდეო მასალას.

დღის ამბები