25 ივნისი 2022,   21:08
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი სასამართლო პროცესზე

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ ქმარმა ცოლს დანა 10-ჯერ დაარტყა, ჭრილობები მოკლულს ძირითადად ყელის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულის ნაწილს ასახავს ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს ცივ იარაღს ქალს მამაკაცი. დაკავებულს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია, შესაბამისად ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

პროკურორის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში დამონატაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არსებობს, ის დაარქივებულია და რამდენიმე დღეში გადაეცემა საგამოძიებო უწყებას.

ბრალდებულის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ, სასამართლოს სხდომამდე და სხდომის შემდეგაც განმარტა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს ფსიქიკური პრობლემები და უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ უარყოფს, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია, თუმცა მოვლენები არ ახსოვს, ეს ფაქტი კი სერიოზულ გამოკვლევას საჭიროებს.

დღის ამბები