07 ივლისი 2022,   12:18
ვრცლად
"კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს "დავოსის პანიკიორების" მოსასმენად დრო არ აქვთ" - პოდოლიაკი კისინჯერს პასუხობს

კისინჯერის განცხადებას უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ​ეხმაურება. მიხაილო პოდოლიაკი თქმით, კისინჯერი ასევე მარტივად მისცემდა რუსეთს პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცების ნებას.

"კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს "დავოსის პანიკიორების" მოსასმენად დრო არ აქვთ, ისინი ცოტათი დაკავებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით" - წერს პოდოლიაკი და ტვიტერზე კისინჯერისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტოს აქვეყნებს.

დღის ამბები