07 ივლისი 2022,   11:25
ვრცლად
რუსულმა ძალებმა კონტროლი დონეცკის 3 ქალაქზე დაამყარეს - ომის 91-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 91-ე დღე დაიწყო.

აფეთქებების ხმა ისმის ზაპოროჟიეში; უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში რუსეთის ძალებმა 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 15.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები აღმოსავლეთ ფრონტზე გაძლიერებას ცდილობენ.

რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს დონეცკის რეგიონის სამ ქალაქზე.

"აზოვსტალის" ქარხნიდან კი კადრებს ავრცელებს რუსული სახელმწიფო მედია. მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქარხნის ტერიტორიის 30% უკვე დაათვალიერეს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი CNN-თან აცხადებს, რომ მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 22 ათასს აღწევს.

უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას გაუგზავნის კანადა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინელ ჯარისკაცებს რეაბილიტაციისთვის მომდევნო კვირებში მიიღებს.

დღის ამბები