01 ივლისი 2022,   11:26
ვრცლად
სოფელ ცოდნისკარში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ცოტახნის წინ მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებლმა გამოიწვია, რადგან მოწყობილობა გაუმართავი იყო და აფეთქდა, შედეგად  70 წლამდე ქალი გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

დღის ამბები