29 ივნისი 2022,   20:06
ვრცლად
"არის ძალიან მხნედ, ბრძოლის ჟინზე და ხასიათზე" - ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ზაალ უდუმაშვილმა მოინახულა

"მთავარი" არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მოინახულა. უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია თავს კარგად გრძნობს.

"არის ძალიან მხნედ. არის ბრძოლის ჟინზე და ხასიათზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როგორც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე, მედიაგარემოზე. მადლობელია ყველა იმ მედიასაშუალების, რომელიც გვერდით დაუდგა ამ წუთებში მას და ბუნებრივია მთავარი სატკივარი მისი დღეს არის "მთავარი არხი", თუ როგორ განვითარდება მოვლენები "მთავარი არხის" გარშემო," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამ წუთებში ნიკა გვარამიას მისი ადვოკატი ხვდება.

დღის ამბები