25 ივნისი 2022,   01:53
ვრცლად
უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას - გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას მოუწოდებს, ვიდრე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, ურთიერთდაპირისპირებას მოერიდონ.

განცხადება გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ეროვნული საკითხების ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს.

"უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას - ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია, ან მიდგომას - ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ის ქვეყნის მტერია. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი დავიცვათ ის გზა, რომელიც აირჩიეს ჩვენმა შვილებმა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები