25 ივნისი 2022,   02:41
ვრცლად
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, ჩვენი აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო პროგრამებით და დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან,"- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები