25 ივნისი 2022,   02:36
ვრცლად
2008 წლის სასტიკი თავდასხმა საქართველოზე, გამაფრთხილებელი ზარი იყო, რაც დასავლეთმა უგულებელყო, ამ ფაქტმა გაათამამა კრემლი - რას ამბობენ ბრიტანელი კანონმდებლები

"2008 წელი საქართველოში, გამაფრთხილებელი ზარი იყო მსოფლიოსთვის, რის შემდეგაც პუტინი გათამამდა",- რუსული აგრესიის შესახებ თემთა პალატაში, ბრიტანელმა კანონმდებლებმა ისაუბრეს. 

მათი განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ, საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, უნდა იმუშაოს საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის მომზადებას ნებისმიერი მომავალი აგრესიისთვის.

დიდი ბირტანეთის პარლამენტში აღნიშნეს, რომ  2008 წლის რუსეთის მიერ სასტიკი თავდასხმა საქართველოზე იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომელიც დასავლეთმა უგულებელყო.

 "უკრაინის მსგავსად, რუსული აგრესიის შედეგები საქართველომაც განიცადა. 2008 წლის სასტიკი თავდასხმა საქართველოზე, მრავალი თვალსაზრისით იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომელიც დასავლეთმა უგულებელყო – ამ ფაქტმა გაათამამა კრემლი 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიაზე. რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე დაძაბულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში გასაგებია საქართველოს ნატოში გაწევრიანების განაცხადის დასაბუთება. საქართველომ უკვე ჩამოაყალიბა ძლიერი სამუშაო ურთიერთობა ნატოსთან. იყო ერთ-ერთი უდიდესი ნატოს არა წევრი ჯარის კონტრიბუტორი ავღანეთში უსაფრთხოების საერთაშორისო დამხმარე ძალებში. საქართველო და ნატოს სხვა ასპირანტი ქვეყნები ალიანსში ევროკავშირის პერსპექტიულ წევრობას ხედავენ, როგორც დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნიშანს. ჩვენმა მთავრობამ, რომელიც მუშაობს საერთაშორისო კოლეგებთან, უნდა იმუშაოს საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად და ხელი შეუწყოს ქვეყნის მომზადებას ნებისმიერი მომავალი აგრესიისთვის," - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯესიკა მორდენმა.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს უნდა შეეტანა, თუმცა გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს და საქართველომ ეს პროცესი დააჩქარა ოკუპაციამ, რომელიც 2008 წელს დაიწყო, თითქმის დანარჩენი მსოფლიოს პროტესტის გარეშე ჩაიარა. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ მოვლენამ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან ერთად, განაპირობა პუტინის უკრაინაში შეჭრაც. ჩვენ ვსტუმრობდით სამხრეთ ოსეთს, რომელიც ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთ-ერთია. რუსული ოკუპაციის საკონტროლო ხაზზე დგომა, ბინოკლებით ნისლში ყურება და იქ სიცოცხლის არ დანახვა - ხანდაზმულების გარდა, ძალიან შემზარავი გრძნობა იყო," - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯეფრი კლიფტონ-ბრაუნიმ.

დღის ამბები