25 ივნისი 2022,   02:11
ვრცლად
ოპოზიციის გამოსვლებმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა - რეალობისგან გათიშული, არაკომპეტენტური და აგრესიული - გიორგი ხელაშვილი

ოპოზიციის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარალამენტო ტრიბუნა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ ოპონენტების საპასუხოდ, არაერთი განცხადება გააკეთეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თქმით, ოპოზიციის გამოსვლამ, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა: 

"პარლამენტში ოპოზიციის დღევანდელმა გამოსვლებმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა - რეალობისგან გათიშული, არაკომპეტენტური და აგრესიული. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, რაც ქვეყანას დაეხმარება. ცხადია, ოპოზიციას აერთიანებს მხოლოდ ერთი რამ - მთავრობის მიმართ სიძულვილი. ზღვარი ვერ შენიშნეთ, ახლაც მთელი მონდომებით აგრძელებთ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლას",- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

დღის ამბები