29 ივნისი 2022,   01:46
ვრცლად
სროლა სკოლაში და მოკლული 19 ბავშვი - შეცვლის თუ არა აშშ-ში მომხდარი ტრაგედია, იარაღის გაყიდვაზე კონტროლის წესებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაწყებით სკოლაში სროლას 19 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოკლულია 2 მასწავლებელი. ტეხასში, ქალაქ უვალდეში ცეცხლი 18 წლის ახალგაზრდამ გახსნა. თავდამსხმელი სროლის დროს პოლიციამ მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, მან საკუთარ ბებიას ესროლა. მოხუცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია, კლინიკაშია გადაყვანილი 13 მოსწავლე.

ბავშვებისთვის ორ დღეში საზაფხულო არდადეგები იწყებოდა.

ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია მკვლელობის იარაღიც. როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღი რამოსმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე შეიძინა.

მომხდარის გამო, საგანგებო ბრიფინგი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამართა, რომელმაც იარაღის გაყიდვაზე კონტროლის წესები გააკრიტიკა.

დღის ამბები