05 ივლისი 2022,   17:04
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ცდილობენ, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა ხელისუფლებამ, პოლიტიკური ქულები ვერ დაიწეროს - ნანა კაკაბაძე

"მავანნი, მხოლოდ  საქართველოს უკრძალავენ,  საკუთარი ინტერესების წინა პლანზე დაყენებას, უბიძგებენ, მსოფლიოს  გლობალური ინტერესებისათვი, ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც  შესაძლოა ჩვენთვის კატასტროფის მომტანი იყოს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. 

როგორც კაკაბაძე წერს, თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, ქვეყნისა და პიროვნების გადარჩენის ერთადერთ გზა, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და მათზე ზრუნვაა!

ტრადიციული ღირებულებების  შენარჩუნება გადაგვარჩენს! 

საქართველო, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. 

რომ არა უკრაინაში მიმდინარე ომი, ამ სტატუსის მინიჭების განხილვაზე,  ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვერც კი ვიფიქრებდით. 

შეიქმნა ახალი რეალობა და ყველა შესაბამისად ამოქმედდა. 

ფინეთი, შვედეთი, თურქეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები, ღიად გამოდიან საკუთარი  ინტერესების პრიორიტეტებიდან

მავანნი, მხოლოდ  საქართველოს  უკრძალავენ,  საკუთარი ინტერესების წინა პლანზე დაყენებას, უბიძგებენ, მსოფლიოს  გლობალური ინტერესებისათვი, ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც  შესაძლოა ჩვენთვის კატასტროფის მომტანი იყოს. 

რუსეთისათვის დაწესებული სანქციები,  მილიარდობით დოლარის იარაღისა და ფინანსების მობილიზება, თითქმის ყველა ქვეყანაში იწვევს  ეკონომიკურ კრიზისს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომები, უარყოფითისკენ იცვლება. 

10-15 წლის წინ, კერძო საკუთრება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობა, დემოკრატიული ხელისუფლებებისთვის და  უფლებადამცველებისათვის,  ხელშეუხებელ ღირებულებებს წარმოადგენდა. 

დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ხელისუფლებები, ეროვნული ან სახელმწიფოებრივი ნიშნის მიხედვით,  ოფიციალურად ახდენენ კერძო საკუთრების ჩამორთმევას, გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვას და ამას ნორმად მიიჩნევენ. 

ღირებულებათა აღრევის და აღქმების წინა პლანზე გამოსვლის ეპოქაში, ომს არქმევენ მშვიდობას, ბოროტებას - სიკეთეს, ძალადობას - ქველმოქმედებას, შეიარაღებას - მშვიდობისთვის ბრძოლას, ღალატს - კეთილგონიერებას, პატრიოტიზმს - წარსულის გადმონაშთს, ლანძღვა-გინებას - ვაჟკაცობას, ტყვედ ჩაბარებას - ევაკუაციას, კონსერვატიზმს -  ჩამორჩენილობას, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას - ნორმას, პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას - პოლიტიკოსობას. 

ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ცდილობენ,  საქართველომ არ  მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა  ხელისუფლებამ ,  პოლიტიკური ქულები ვერ დაიწეროს. 

ამ საქმეში მათი დამხმარე ევროდეპუტატები, საქართველოს პატრიოტებად ითვლებიან. 

მავნე  დიპლომატიური სტანდარტები იქამდე მივიდა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი გურიაში ჩადის, რათა პირადად   გადაუხადოს მადლობა, გურულ ქალბატონს, რომელიც აქტიურად  ესხმის თავს, ახლადშექმნილი კონსერვატიული პარტიის ოფისებს. 

ასეთ დესტრუქციულ ქალბატონს, აჯილდოებს აშშ-ში მიწვევით. 

ასე თუ გაგრძელდა,  ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში, მათთვის მიუღებელი პირების თუ მოძრაობების პირად ლანძღვა-გინებაზეც გადავლენ. 


გადაბრუნებული ღირებულებების და ლიბერალური ტოტალიტარიზმის დამკვიდრების ეპოქაში, შეუძლებელი გახდა  პიროვნებისა და  ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება. 

თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, ქვეყნისა და პიროვნების გადარჩენის ერთადერთ გზა, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და მათზე ზრუნვაა!" - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

დღის ამბები