09 აგვისტო 2022,   11:26
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს მიიღო

1918 წლის 26 მაისს თბილისში, მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

ქვეყნის დამოუკიდებლობამ არასრულ 3 წელს გაგრძელდა, 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში კი დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.

საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლიდან კი 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღის ამბები