07 ივლისი 2022,   07:52
ვრცლად
რუსეთში ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს - ოლექსანდრ სტუპუნი

პუტინის ომის 94-ე დღე. ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილია. ოკუპანტები დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მიზნამდე მისასვლელ გზაზე კი არავის და არაფერს ინდობენ. უკრაინული მხარე მძიმე ვითარებაზე საუბრობს, და დახმარებას დასავლეთს სთხოვს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსეთში ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

"რუსეთში ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. მტერი განაგრძობს მობილიზაციის განლაგების ცენტრებიდან მოძველებული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ამოღებას. ვორონეჟის რეგიონში რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოქმედებების შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგის ტაქტიკური ასეულის ჯგუფი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით,"- აცხადებს სტუპუნი

დღის ამბები