02 ივლისი 2022,   17:43
ვრცლად
რუსთავის მერი საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციას ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძძღვანელობაში ადანაშაულებს

რუსთავის მერი საკრებულოში მყოფ ოპოზიციას ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავის თვითმმართველ ორგანოში მათი მხრიდან ისეთი საკითხები იყო დაინიცირებული, როგორიც არის, მაგალითად, სტუდენტების დაფინანსების საკითხი, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების ფინანსური დახმარება და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამის გაუმჯობესება, რაზეც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ არ იმსჯელა. ნინო ლაცაბიძის თქმით ასეთი სულ 19-მდე საკითხია გაგზავნილი.

"საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ენმ-ის წევრებმა და "პარტია საქართველოსთვის" წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი,"- აცხადებს ლაცაბიძე.

დღის ამბები