29 ივნისი 2022,   20:17
ვრცლად
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი  იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო. ამანის “დედოფალ ალიას“ სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები