29 ივნისი 2022,   01:01
ვრცლად
დედაქალაქს მალე კიდევ ერთი განახლებული პარკი შეემატება - ვარკეთილში, ხომელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქს სულ მალე კიდევ ერთი განახლებული პარკი შეემატება - ვარკეთილში, ხომელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილობრივებს განტვირთვისა და დასვენებისთვის ახალი სივრცე ექნებათ.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, მათ შორის საბავშვო მოედნებისა და მოსასვენებელი კუთხეებისა. პირველ ეტაპზე ადგილზე დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. მეტი უსაფრთხოებისთვის დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. კახა კალაძემ მოსახლეობას დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იზრუნოს გარემოს დაცვაზე.

ვარკეთილში, რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.





დღის ამბები