25 ივნისი 2022,   02:20
ვრცლად
ზელენსკი სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო 24 საათში, ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ. უკრაინის პრეზიდენტმა, სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო 24 საათში, ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიმართვაში მან ქვეყნაში არსებულ ზოგად სურათზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აშშ-ს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დახმარებისთვის.

"დილიდან, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, სატელეფონო მარათონს ვატარებ. დღეს 11 ქვეყნის ლიდერებს ვესაუბრე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა. საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას საღამოსთვის ველოდებით.

დონბასში მასიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება. ოკუპანტების მიზანი ამ მიმართულებით იგივე რჩება - მათ სურთ, ეტაპობრივად გაანადგურონ მთელი დონბასი. ლისიჩანსკი, სლოვიანსკი, კრამატორსკი - მათი მიზანია, ნებისმიერი ქალაქი მარიუპოლად გადააქციონ, სრულიად დანგრეულად. ამიტომაც ვუსვამთ ხაზს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები