19 აგვისტო 2022,   17:34
ვრცლად
ისტორიული დღეა საქართველოსთვის, მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

ისტორიული დღეა საქართველოსთვის, მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ, ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე" წერს.

"ეს უდაოდ ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ.

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებს," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები