12 აგვისტო 2022,   07:34
ვრცლად
"იმისათვის, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება" - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს, რომლის ინიციატორიც მთავრობა და პარლამენტი იქნება. 

"იმისათვის, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომლის ინიციატორიც იქნება როგორც მთავრობა, ასევე პარლამენტი. გამომდინარე აქედან, ამავდროულად, ყველა ეს ნაბიჯები იქნება გავლილი ევროკომისიასთან და ევროსაბჭოსთან ერთად. ეს არის მოკლედ რომ აღვწეროთ ის სამუშაო, რაც ამ პერიოდში იქნება შესასრულებელი.

დეპოლარიზაციის ნაწილში, ალბათ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ესეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა დავუთმოთ დიდი დრო და ვიმუშაოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ საკითხებთან დაკავშირებით," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები