26 სექტემბერი 2022,   23:06
ვრცლად
თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა სიქსტის კაპელაში კონცერტი გამართა

თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა, სიქსტის კაპელაში კონცერტი გამართა. საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში აჟღერდა ქართული პოლიფონია. ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუში -"შენ ხარ ვენახი". ასევე, პატრიარქის საგალობელი "კირიე ელეისონ". საპატრიარქოს გუნდი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანსისკეს მიწვევით გაემგზავრა. სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნებიდან მუსიკოსების მიწვევა იშვიათად ხდება.

ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საპატრიარქოს გუნდი 29 ივნისს წმინდა პეტრეს ტაძარში მესის დასრულების შემდეგ, რომის პაპთან, - პატრიარქის "ავე-მარიას" შეასრულებს.

ღონისძიებას თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა.

""სიქსტის კაპელაში" ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება", - წერს პრეზიდენტი.

 

დღის ამბები