26 სექტემბერი 2022,   22:30
ვრცლად
რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში და ეს ფაქტია, ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი - ზელენსკი

მხოლოდ შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ ასეთი თავდასხმის მოწყობა, მათი ადგილი დედამიწაზე არ არის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, რომ აღიარონ რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპოსნსორი ქვეყანა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერაქტია ევროპის ისტორიაში.

"რუსეთის თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე არის ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტი. სანამ განგაშის სიგნალი ჩაირთვებოდა ათასობით ადამიანი იყო შიგნით. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, ბევრმა ადამიანმა დროულად მოასწრო გამოსვლა, თუმცა ნაწილი იქ მაინც დარჩა.
მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ აღიარონ რუსეთი როგორც ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა. მე ამის შესახებ ასევე ვუთხარი გერმანიაში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტის ლიდერებს.

დღეის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 800 სხვადასხვა სახის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი. რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში და ეს ფაქტია, ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი.

მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება, რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები