26 სექტემბერი 2022,   23:48
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ალუდა ზვიადაურს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ 42 წლის ქართველ მეომარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური, სოფელ გომბორში, მშობლიურ სახლში 26 ივნისს გადაასვენეს, სადაც დილიდან რიგითი მოქალაქეები და ახლობლები არიან შეკრებილი. ზვიადაურს საგვარეულო სასაფლაოზე 14:00 საათზე დაკრძალავენ. 

ალუდა ზვიადაური ოკუპანტების ტყვიას სევეროდონცეკში, ფრონტის ხაზზე იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაჭრილების გადარჩენას ცდილობდა. ის 16-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა.

დღის ამბები