27 სექტემბერი 2022,   00:20
ვრცლად
რუსეთის დეფოლტს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ""Moody’s" ადასტურებს - პესკოვის მტკიცებით კი მოსკოვმა ვალდებულება ჯერ კიდევ მაისში შეასრულა

რუსეთმა, საგარეო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დეფოლტი განიცადა. ინფორმაციას საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "მუდიზ" ადასტურებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რუსეთის სუვერენული ვალის მფლობელებს არ მიუღიათ გადახდა ორ ევრობონდზე, 30 კალენდარული დღის საშეღავათო პერიოდის ამოწურვისთვის, რაც, მათი თქმით, დეფოლტია.

გუშინ გამოცემა ​Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა დეფოლტი განიცადა. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კი ამტკიცებს, რომ მოსკოვმა ვალდებულება ჯერ კიდევ მაისში შეასრულა. მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ადრესატამდე არ მივიდა, უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს. 

დღის ამბები