12 აგვისტო 2022,   12:41
ვრცლად
NATO-ს მადრიდის სამიტი გაიხსნა - ალიანსი მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდეს

უკრაინა და საქართველო დასავლეთისგან მორიგ მხარდაჭერის მოლოდინშია. მადრიდში დღეს გაიხსნა ნატოს სამიტი, სადაც ალიანსი მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდეს.

პირველად 12 წლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. ამასთან, ნატო 40 ათასიდან 300 ათასამდე ზრდის სწრაფი რეაგირების ძალებს.

ესპანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა ალიანსის 30-ვე ქვეყნის ლიდერი. მათ გარდა, მადრიდში იმყოფებიან საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პირველი პირები.

მთავარი გადაწყვეტილებები ხვალ და ზეგ გამოცხადდება, თუმცა, ამ წუთებში მიმდინარეობს ოთხეულის შეხვედრა, სადაც ნატოს გენერალური მდივანი, შვედეთთან და ფინეთთან ერთად ალიანსის გაფართოებაზე ​თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის დარწმუნებას ცდილობს.

ფინეთისა და შვედეთისგან განსხვავებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი ბევრად ადრე გამოთქვა, თუმცა მადრიდის სამიტი საქართველოსთვის ჯერ მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას განიხილავს.

დღის ამბები