12 აგვისტო 2022,   12:04
ვრცლად
განადგურებული რეკრეაციული ზონები და ინფრასტრუქტურა - თბილისში ახალგაზრდების მხრიდან ვანდალიზმის შემთხვევები გახშირდა

განადგურებული რეკრეაციული ზონები და ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ახალგაზრდები ვანდალიზმს სულ უფრო ხშირად სჩადიან. არასრულწლოვნების სამიზნე ხდება ყველაფერი, ნაგვის ურნები, სკვერების ღობეები, ნარგავები, განათებები და სათვალთვალო კამერებიც კი. ინფრასტრუქტურაში, რომლის გასაკეთებლად თბილისი მაცხოვრებლები უზარმაზარ თანხებს იხდიან, თითქმის ყოველ კვირას გასაახლებელი ხდება.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ ვანდალურ ფაქტებს ემატება ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მათ იქვე მყოფი მოქალაქეები შენიშვნასაც კი არ აძლევენ.

სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, დედაქალაქის მაცხოვრებლებს მთავრობის სხდომიდან მიმართა კახა კალაძემ. თბილისის მერი მოქალაქეებს სთხოვს, დედაქალაქს გაუფრთხილდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს რეაგირება მოახდინონ. საუბარია ზარალზე, რომლის ოდენობა, ხშირად, ათიათასობით ლარს აღემატება.

დღის ამბები