19 აგვისტო 2022,   19:06
ვრცლად
თანამედროვე ქართველი პოეტის, პაატა შამუგიას ლექსების კრებული "მალარმეს" პრემიის ფინალშია

"შიზოგადოება" - თანამედროვე ქართველი პოეტის პაატა შამუგიას ლექსების კრებული მალარმეს პრემიის ფინალშია. პრესტიჟული ფრანგული პრემიის ფინალისთვის, პაატა შამუგიას წიგნი, 30-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია.

"შიზოგადოება" პირველი ქართული წიგნია, რომელიც მალარმეს ფინალისტია, მანამდე კი თანამედროვე პოეტის შემოქმედება ბერძენმა მკითხველმა დააფასა, სადაც კრებული ბესტსელერად იქცა.

გარდა ფრანგული და ბერძნული ენებისა, "შიზოგადოება" კიდევ 4 ენაზეა ნათარგმნი და საქართველოში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.

თავად ავტორი ლექსების კრებულს იღბლიანს უწოდებს და ჟიურის საბოლოო ვერდიქტს ელოდება.

"მალარმეს" პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

დღის ამბები