12 აგვისტო 2022,   07:10
ვრცლად
ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს, მათ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ამ წუთებში მადრიდში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერებს სიტყვით უკვე მიმართეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მანამდე, უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის გენერალური მდივნის შეხვედრა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, თურქეთს, ფინეთს და შვედეთს მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
 
"ჩვენ შევიმუშავებთ კონცეფციას, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ალიანსის მომავალს განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია რომ წარმატებულად ვუპასუხოთ ჩვენ წინ არსებულ გამოწვევებს. ასევე საჭიროა რომ გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი.

ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს, მათ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ეს გადაწყვეტილება კარს უხსნის ორ მნიშვნელოვან ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩაერთოს ნატოს გამოწვევებზე მუშაობაში. შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოლოდინი მაქვს რომ სამიტი ნაყოფიერი იქნება," - აცხადებს სანჩესი.

დღის ამბები