19 აგვისტო 2022,   19:23
ვრცლად
პრემიერი - საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი  ერთგულება დიდ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატორების დელეგაციას შეხვდა, შეხვედრის შესახებ კი, მოგვიანებით, "ტვიტერზე" დაწერა. 

"საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.

“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები