19 აგვისტო 2022,   19:17
ვრცლად
ხმაური იყო დღეს გურიაში ენმ-სა და ოპოზიციის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე - ადგილზე პოლიციის მობილიზებაც გახდა საჭირო

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს გურიაში, "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის წევრების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა.

ადგილობრივების ნაწილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს წარსული შეახსენა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

ვითარების განმუხტვის მიზნით ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაც გახდა საჭირო. ოპოზიციური პარტიების წევრები სამი ივლისის აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას მართავდნენ. 

განცხადება გაკეთდა "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციაშიც, სადაც აღინიშნა, რომ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" ლიდერები მართავენ.

დღის ამბები