10 აგვისტო 2022,   20:54
ვრცლად
ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტის მუქარას, უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ, გაზვიადებული უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსეთის პრეზიდენტის მუქარას, უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ - გაზვიადებული უწოდა. ბორის ჯონსონის შეფასება აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ მოსაზრებას მოჰყვა, სადაც დიპლომატი ნატოს აფრთხილებს, რომ პუტინი უკრაინაში შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადავიდეს.

ბრიტანეთის პრემიერი განმარტავს, რომ პუტინის სურვილია კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირებად ჩამოყალიბდეს.

დღის ამბები