10 აგვისტო 2022,   20:26
ვრცლად
ოხანაშვილი მდგომარეობიდან მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს და ღირსების შეურაცხყოფას შეიძლებოდა გამოეყვანა - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით ანრი ოხანაშვილი მდგომარეობიდან მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს და ღირსების შეურაცხყოფას შეიძლებოდა გამოეყვანა.

"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - "კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე" - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება," - წერს ვოლსკი.

დღის ამბები