09 აგვისტო 2022,   11:39
ვრცლად
"დაგეშვა ხდება მაშინ, როდესაც მცირე ჯგუფი მოძრაობს თორე, როგორც კი ბევრი ხალხი შეიკრიბება ეს ხალხი საერთოდ ვერც გაბედავს მოსვლას" - ბაჩო დოლიძე

"შინ ევროპისკენ", აქციამდე რამდენიმე დღე რჩება, მზადების პროცესი კი ისევ დაპირისპირებების და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. ორგანიზატორები ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას ხვდებიან, რასაც ადგილობრივების ნაწილი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ეწინააღმდეგებიან.

ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესებს ხელისუფლებისგან მართულს და დაგეგმილ ქმედებას უწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, შეტევა ხდება სამოქალქო აქტივისტების მცირე ჯგუფებზე. 

"ბუკლეტების დარიგებაზე, რომ გექნება ასეთი რეაქცია და აგრესია, ან საერთოდ ვინ არიან, როგორ მუშაობენ ეს ხალხი საჯარო სამსახურებში ხო წარმომიდგენია. ეს ადამიანები, დღეს რაიონების ბედს წყვეტენ. დაგეშვა ხდება მაშინ, როდესაც მცირე ჯგუფი მოძრაობს თორე, დარწმუნებული ვარ, როგორც კი ბევრი ხალხი შეიკრიბება ეს ხალხი საერთოდ ვერც გაბედავენ მოსვლას,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

მანჯგალაძის თქმით, საზოგადოებამ იხილა სტუდენტებზე, პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რაც არის უშუალოდ ხელისუფლების დაკვეთა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებას.  მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ ეს არის დესტრუქციული გზაა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეესაბამება. "ქართულ ოცნებაში" საკუთარი მხარდამჭერების ჩართულობას ნებისმიერი სახის დაპირისპირებაში გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია.

დღის ამბები