17 აგვისტო 2022,   19:37
ვრცლად
პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს - გერმანიის კანცლერი

"პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა "სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომისთვის სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ჟურნალისტის კითხვას, კიდევ რამდენი ხანი შეუძლია პუტინმა ომი აწარმოოს, გერმანიის კანლერმა უპასუხა, რომ ეს არავინ იცის, თუმცა ხანგრძლივი მზადება ომისთვის ნიშნავს მზადებას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის.

შოლცმა ასევე რუსეთთან ენერგოდამოკიდებულების საკითხზეც ისაუბრა.

"პუტინს არ შეუძლია ჩვენგან მიღებული ამ ფულით იყიდოს რამე, რადგან მას აქვს დაწესებული სანქციები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა მისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტზე. ეს არის ის, რაც მის რისხვას იწვევს," - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.


დღის ამბები