17 აგვისტო 2022,   20:22
ვრცლად
კიევში, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი სკოლის დირექტორი დააკავეს - ის მტრის აგენტების საქმიანობას უწევდა კოორდინაციას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვითი ინფორმაციის გაჟონვა აღკვეთა. რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უშიშროების სამსახურმა, ოკუპანტების მიერ ორგანიზებული 1000-ზე მეტი ჰაკერული თავდასხმა და კიბერინციდენტი აღკვეთა.

ბოლო პერიოდში განხორციელებული სპეცოპერაციის მსვლელობისას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერ სპეციალისტებმა გაანეიტრალეს კრიმინალური ჯგუფი, რომელმაც მოპოვებული ინფორმაცია ანონიმური ინტერნეტ პლატფორმის "დარქნეტის" მეშვეობით გაყიდეს. მათ დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდა სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც წვდომა ჰქონდა უკრაინული საწარმოების დახურულ მონაცემთა ბაზებზე.

კიევში მტრის აგენტების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა კიევის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. დედაქალაქის აღების შემთხვევაში დამპყრობლები მას საოკუპაციო ადმინისტრაციის რიგებში "განათლების მინისტრის" თანამდებობას დაჰპირდნენ. მოღალატეს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს სისტემატიურ მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე ყველა პირის გამოსავლენად.

დღის ამბები