19 აგვისტო 2022,   12:58
ვრცლად
მოთხოვნა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკურია და მე მგონი, არაფერ შუაშია ევროპულ ინტეგრაციასთან - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ოპოზიციის ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას აპირებს, თუმცა მათ გარკვეული კითხვები აქვთ, როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთანაც.

"მოთხოვნა მიტინგის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკურია და არაფერ შუაშია მე მგონი ევროპულ ინტეგრაციასთან. არის რაღაცები, რაც ყველა ვარიანტში უნდა ვიმუშაოთ და ყველა ვარიანტში, ალტერნატიული კანონპროექტები და ხედვები წარმოვადგინოთ. დისკუსია პარლამენტში უნდა ხდებოდეს. ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვიმუშაოთ ერთად თუ გვინდა მართლა შევასრულოთ,"- აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყველა იმ პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიმართული იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ:

"ჩვენ ბუნებრივია კითხვის ნიშნები გვაქვს, ყველა იმ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მიზანიც იქნება რეალური პასუხი ამ 12 პუნქტიან გეგმაზე. ჩვენ ერთის მხრივ არ შევუწყობთ ხელს იმას, რომ რაღაც ფიქციური პროცესები შევაქმნევინოთ ოცნებას და ამაში მონაწილეობა მივიღოთ, მეორეს მხრივ არ მივცემთ ოცნებას იმის უფლებას, რომ ოპოზიციას დააბრალოს პუნქტების ვერ შესრულება," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები