19 აგვისტო 2022,   12:09
ვრცლად
"ვულოცავ სამართალდამცავებს ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად" - საფრანგეთის ელჩი

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და "თბილისი პრაიდს" ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავენ. საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ ღირებულებებს :

„გასაოცარი პრაიდის კვირეული! ვულოცავ თბილისი პრაიდს 3 ჩინებულ ღონისძიებას: ამაღელვებელ ფილმს, საინტერესო ლექციას და სადღესასწაულო საღამოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით.

ვულოცავ სამართალდამცავებს, რომლებთანაც ბევრი ინტერაქცია გვქონდა, ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად. დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ყველას, მათ შორის ლგბტ+ ადამიანების უფლებების პატივისცემა, ჩვენთვის პრიორიტეტია," - წერს კოლასი. 

დღის ამბები