12 აგვისტო 2022,   12:12
ვრცლად
საქართველოში ომიკრონის ახალი ქვეტიპები ცირკულირებს - რითი განსხვავდება შტამები თავდაპირველი ვარიანტისგან

საქართველოში ომიკრონის 2 ქვეტიპი ცირკულირებს . BA4 და BA5 უკვე 60 %-ით დომინანტი შტამია ქვეყანაში. ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე ომირკონის სხვა ვარიანტები, თუმცა კლინიკური მახასიათებლებით წინამორბედის იდენტურია. ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, დღიურად დადასტურებული შემთხვევების 3 პროცენტს სჭირდება კლინიკაში მკურნალობა.

კორონავირუსის შემთხვევების მატება მომდევნო ორი თვე - ივლისსა და აგვისტოში ისევ გაგრძელდება. ექიმები, ამ ეტაპზე, ვირუსისგან თავდაცის მხოლოდ ორ შესაძლებლობას განიხილავენ, ეს არის პირბადე ხალხმრავალ ადგილებში და ვაქცინაცია. მიჩნიათ, რომ იმუნიტეტს მუდმივად გააქტიურება სჭირდება , განსაკუთრებით 50 წელის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში .

კორონავირუსის დღევანდელი მიმდინარეობა და მსოფლიო მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსს ზრდის ტემპი ისევ აქვს. BA4 და BA5 მსოფლიოს 100 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. საქართველოსგან განსხვავებით, ლაბორატორიებში ციფრები, დღის განმავლობაში, 5-6-ჯერ მეტია და დღიურად 700 ათასს აღემატება.

დღის ამბები