17 აგვისტო 2022,   16:30
ვრცლად
"კომუნიკაციის პრობლემა იყო" - სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს და საკუთარ გეგმაზე მუშაობა დაიწყეს

15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირი დროებით დატოვა, მათ საკუთარ ოფისში გადაინაცვლეს. სტუდენტების მთავარი მიზანი ახლა ალტერნატიული გეგმის შემუშავებაა.

ერთ-ერთი სტუდენტის, სერგი გიგანის თქმით, არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა, მისი თქმით სტუდენტები იმავე კამპანიას უერთდებიან, თუმცა ექნებათ ცალკე აქტები.

"სტუდენტები ისევ გააგრძელებენ, ისევ გაათენებენ ღამეს, უბრალოდ, ჩვენ გვაინტერესებდა ამ გეგმაში ჩვენი როლი რა იქნებოდა, რადგან ვერ მოვისმინეთ ახლა უკვე ჩვენ დავგეგმავთ დამოუკიდებელ კამპანიას. ცხადია, იმავე კამპანიას ვუერთდებით, თუმცა ჩვენ გვექნება ცალკე აქტები.

კომუნიკაციის პრობლემა იყო, ეს შეიძლება ჩვენი პრობლემა იყო - შეიძლება ორგანიზატორებისაც," - აცხადებს გიგანი.

აქციის მონაწილეების ნაწილი მოითხოვს, ორგანიზატორებმა მათ სამოქმედო გეგმა გააცნონ, თუმცა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გეგმის შესახებ მათ ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გააცნობენ. 

 

დღის ამბები