19 აგვისტო 2022,   18:30
ვრცლად
5 ივლისის მოვლენებიდან, როცა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების სამიზნე ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, ერთი წელი გავიდა

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქრისტეს სახელით და საკუთარი ღირსების დასაცავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გასული რადიკალური და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების სამიზნე ჟურნალისტები აღმოჩნდნენ.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ნაწილს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.
ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

ვითარების განმუხტვა პოლიციის ეკიპაჟებით გახდა შესაძლებელი. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები ადგილიდან პატრულის მანქანებით განარიდეს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისიც.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, საერთო ჯამში კი 5 ივლისის საქმეს, 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

დღის ამბები