19 აგვისტო 2022,   18:13
ვრცლად
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა. გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც კობა კობალაძემ სტუმრებს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობა გააცნო.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, დელეგაციის წევრები  ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრნენ და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.

დღის ამბები