13 აგვისტო 2022,   19:53
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისფულებას 5 ივლისის მთავარი შემოქმედები და ორგანიზატორები პასუხისგებაში მისცენ - ნათია კაპანაძე

ერთი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან - მედია ადვოკატირების კოალიციის წევრები დღეს პროკურატურასთან შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ შეაფასეს 5-6 ივლისის მოვლენები და ლექსო ლაშქარავა. მათი განცხადებით, ამ დრომდე პასუხისმგებლობაში მიცემული არ არის უშუალოდ ძალადობაში მონაწილე პირების ნაწილი და გამოვლენილნი არ არიან 5 ივლისის მოვლენების მთავარი ორგანიზატორები.

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ნათია კაპანაძე  ხელისუფლებას მოუწოდებს 5 ივლისის მთავარი დამნაშავეები და ორგანიზატორები პასუხისგებაში მისცენ. 

"მოვუწოდებთ ხელისფულებას 5 ივლისის მთავარი შემოქმედები დამნაშავეები და ორგანიზატორები პასუხისგებაში მისცენ. სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები,"- აცხადებს ნათია კაპანაძე. 

დღის ამბები