09 აგვისტო 2022,   12:23
ვრცლად
ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა - 2 570 ინფიცირებული 27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში

უკვე რამდენიმე დღეა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კოვიდ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან მატებაზე საუბრობენ.

ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ამჯერად კოვიდის ახალი ქვეშტამი ცირკულირებს, რომელიც მართალია გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა მეტრად სწრაფი გავრცელების უნარი აქვს.

რაც შეეხება სტატისტიკას, დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში საქართველოში კორონავირუსის 2 570 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი. ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 3 პაციენტი. 

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-4.05%-ია. 

დღის ამბები