26 სექტემბერი 2022,   23:26
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზების რეაბილიტაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საციხური-აბანო-კოდას გზის სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და სულ მალე უნდა დასრულდეს. სამნახევარ კილომეტრიანი გზისთვის საჭირო მილიონნახევარი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

რაც შეეხება, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ იმერხევს - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დასახლებაში აქამდე საგზაო ინფრასტუქტურა საერთოდ არ არსებობდა და გზას რეაბილიტაციაც პირველად უტარდება.

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დღის ამბები